| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1988 წელს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ლევან თოდუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. კარგად ფლობდა სამხედრო ტექნიკას. იყო ბმპ-ეს ეკიპაჟის წევრი. ბატლიონის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა და 23-ე ბრიგადის ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდა. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. 1993 წლის 16 მარტს, სოხუმზე შემოტევის დროს სოფელ აჩადარასთან, ლევან თოდუამ და მისმა ეკიპაჟმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ხანგრძლივი ორთაბრძოლების შემდეგ დაიღუპა ბრძოლის ველზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

