| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრეი ნოზდრინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა რუსთავის № 61-ე პროფტექნიკური სასწავლებელი ელექტროშემდუღებლის სპეციალობთ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ექვსთვიან სამხედრო სასწავლებელში მიიღო უმცროსი სერჟანტის წოდება. სამხედრო სამსახურს გადიოდა ნახჭევანში, საიდანაც გაიგზავნა სომხეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად, რისთვისაც სპიტაკში მადლობა გამოუცხადა სამხედრო ხელმძღვანელობამ. ამის შემდეგ აქტიურად მუშაობდა საჩხერეში, დაზარალებული რაიონის აღდგენისათვის. 1992 წელს ქ. გორში გაიარა გადამზადება, შემდეგ გაგზავნილი იქნა ოჩამჩირეში, სადაც სოფელ ლაბრასთან მონაწილეობდა საომარ მოქმედებაში საქართველოს ტერიტორიის დასაცავად. დაიღუპა 1993 წლის 25 თებერვალს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა აფხაზეთში ერთ–ერთი სამხედრო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.331-332 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

