The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ზვადიშვილი

ქეთევან ზვადიშვილი
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 2000  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა სკოლის საფრენოსნო სკოლა 1938 წელს.

აეროკლუბის დამთავრების შემდეგ გააგზავნეს კავშირგაბმულობის კურსებზე თბილისში, იქიდან კი კიროვაბადში. კურსების დამთავრების შემდეგ ირანის საზღვართან გააგზავნეს სამუშაოდ, ხოლო 1942 წელს, როდესაც ფრონტი საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდა, ორჯონიკიძეში. ბრძოლებით გაიარა ჩრდილო კავკასიისა და სამხრეთ უკრაინის ქალაქები და ლვოვში ჩავიდა. აქ მძიმედ გახდა ავად და დროებით სამკურნალოდ ზურგში გამოაგზავნეს. გამოჯანმრთელების შემდეგ მეთვალყურედ მსახურობდა. ომის დამთავრები შემდეგ, უმცროსი სერჟანტის წოდებით დემობილიზებული იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის იყო გორის რაიონის კომკავშირული ორგანიზაციის ინსტრტუქტორი. ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო წლები გაატარა გორის კავშირგაბმულობის სისტემაში. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ორდენი, პრემია, დიპლომი, სიგელი, მადლობა და სხვა. 

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019.-გვ.27-32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: