| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუარსაბი ქრისტესიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის საამშენებლო სასწავლებელი (შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) მშენებელი ინჟინრის სპეციალობით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შეუერთდა გორელ მშენებელთა იმ ჯგუფს, რომელმაც ომის შემდგომ პერიოდში შექმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური შენობები და კომპლექსები. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა უკრაინაში. ომის დასრულების შემდეგ თავისი შრომითი მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი გაატარა გორის N9 საამშენებლო ტრესტში მშენებელი ინჟინრის სტატუსით. პარალელურად, იგი ეწეოდა საპროექტო საქმიანობას და აქტიურად იყო ჩართული პარტიის საქალაქო კომიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში. ბევრ შენობა-ნაგებობას ჩაუყარა საფუძველი, რომელთა შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019.-გვ.32-36
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

