The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეგნატე მენთეშაშვილი

სხვა სახელი:ე. მ-შვილი  (ფსევდონიმი)
ე. მ.   (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 1940  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

დაიბადა მღვდლის, ისააკ (ყარამან) მენთეშაშვილის ოჯახში. დაამთავრა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1886-1892 წლებში სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1892 წელსვე მღვდლად გამწესდა სოფელ უჯარმაში, შემდეგ ჯუგაანში და ქვემო მაჩხაანში. სამივე სოფელში პირველდაწყებითი სასწავლებლები გახსნა და ყველგან ყველა საგანს თითონ ასწავლიდა უსასყიდლოდ. 1892 წლის 24 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესა. 1895 წლის 23 აპრილს ჯუგაანის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად განაწესეს და ამავე წლის 27 ნოემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 13 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წლის 5 მაისს და 1902 წლის 5 თებერვალს სკოლაში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადეს. 1904 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1908 წელს სიღნაღის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს. 1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. ამავე წლის 27 დეკემბერს ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 5 იანვარს ქვემო მაჩხაანის სასოფლო ბანკის ამხანაგობის თავჯდომარედ აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წელს თბილისის ეპარქიალურ სასწავლებელში გადმოვიდა ეკონომად, 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, საგანგებოდ გაიარა უმაღლესი პედაგოგიური კურსები და რკინიგზის მე-10 სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლობა. მწერლობას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროსვე შეუდგა, 1897 წელს გაზეთ "ივერიაში"(№103), გამოქვეყნდა"ჩეხელი "შევარდენნი"). უმთავრესად, მოთხრობებსა და ამბებს წერდა ე. მ. და ე. მ-შვილის ხელმოწერით. მისი მოთხრობები გამოქვეყნებულია "ივერიაში", თარგმანები და წერილები "ცნობის ფურცელში", "კახეთის ხმაში", თანამშრომლობდა "ქართლშიც". ეგნატე მენთეშაშვილის მოთხრობა ("ღმერთმა მისცეს მაგიერი") განიხილა ივანე გომართელმა ("ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურა 1898 წელი", "კვალი", 1899, №1,2, 6, 7). ირაკლი მენთეშაშვილის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.213; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილება, წევრი (1914-)

გააზიარე: