| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მშვენიერაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობა 1978 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასაპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით 1981 წელს. 1981-2011წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია; სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობს ლექციებს; 1986-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე კითხულობდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის კურსს; 2007-2023წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; ასევე ლექციების კურსს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; ნ. მშვენიერაძე არის ეროვნული თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და საგამომცემლო დანიშნულების პროექტის მონაწილე; საინიციატივო ჯგუფის "მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის" წევრი და ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის "მეცნიერი ქალი" ფარგლებში შესრულებული ნაშრომის "ფილოსოფოსი მერი ჭელიძე" ავტორი; არის მონოგრაფიების და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის დოქტორი. დისერტაციის თემა - "ი. კანტის მოძღვრება ადამიანის შესახებ", დაიცვა 1984 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

