| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი კეჩხუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის N9 სკოლაში. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი. მინიჭებული ჰქონდა უფროსი მასწავლებლის წოდება და უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის სტატუსი. მიღებული ჰქონდა ასევე მედალი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სწავლებისათვის და საქართველოს განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.48-50
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

