| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ თხილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1982 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კინოსარეჟისორო კურსები 2003 წელს. შრომითი საქმიანობა 1982 წელს ინჟინერ -კონსტრუქტორის სპეციალობით საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" დაიწყო; 1985-1988წწ. იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ტელეფილმების სტუდიის აღმასრულებელი მენეჯერი; 1988-1996წწ. მუშაობდა კინოკონცერნ "ქართული ფილმი"- ს მეორე რეჟისორის პოზიციაზე; 1996-1997წწ. კომპანია "რილკო"-ს ინფორმაციისა და უცხოეთთან ურთიერთობის მენეჯერად; 1997-2004წწ. საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტის პირველი არხის საბავშვო პროგრამების მთავარი რედაქციის აღმასრულებლ მენეჯერად; 2004-2007წწ. იყო კინოსაპროდუსერო კომპანია "ჯორჯიან ბრადერზი"-ს დოკუმენტური ფილმების სტუდია "ტემპო"-ს ხელმძღვანელი; კინოსაპროდუსერო კომპანია "არტ პარალელი"-ს დირექტორი (2007), 2011 წლიდან კი არის საპროდუსერო კომპანია "სანრაისის" გენერალური პროდუსერი; სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობისას მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტის განხორციელებაში, მათ შორის: TACIS-ის, "ღია საზოგადოება - საქართველოს" გაერო-ს ბავშვთა ფონდის გრანტების პროგრამების ასოციაცია "ტელევეზირი"-ს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ (1999), მეთილბრომიდის ამოღების პირველი ფაზის დაწყების საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის შემუშავებისა და საჩვენებელი საქმიანობის გაერო-ს განვითარების პროგრამისა და კანადის მთავრობის პროექტის კონსულტანტად (2001–2002); საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მონრეალის ოქმის განხორციელების ინსტიტუციონალური გაძლიერების გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის კონსულტანტად (2000-2011); არის რომანის, მოთხრობებისა და პუბლიცისტური სტატიების ავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე, მხატვრული ლიტერტურის და სამეცნიერო და საკანონმდენლო ნაშრომებისა და დოკუმენტების მთარგმნელი ინგლისურიდან და რუსულიდან. სხვადასხვა დროს როგორც სცენარისტს, რეჟისორსა და პროდუსერს მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმისა და ტელესერიალის განხორციელებაში, მათ შორის: "მახარე" (რეჟ. ლ. თუთბერიძე - აღმასრულებელი მენეჯერი, 1985), "თემო" (რეჟ. ლ. ზაქარეიშვილი - აღმასრულებელი მენეჯერი, 1986), "ზურაბ ანჯაფარიძე" (რეჟ. მ. ჭიაურელი - აღმასრულებელი მენეჯერი, 1987), "ავარია" (რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი - აღმასრულებელი მენეჯერი, 1987), "სირცხვილი" (რეჟ. თ. ბუტიკაშვილი - რეჟ. ასისტენტი, 1988), "ისინი" (რეჟ. ლ. ზაქარეიშვილი - მეორე რეჟისორი, 1988-1990), "წარსულის აჩრდილები" (რეჟ. ლ. თუთბერიძე - მეორე რეჟისორი (1990-1992), ანიმაციური სერიალი "ტელევეზირი" (ავტ. ნ. ბეგიაშვილი - პროდუსერი (1998-2000), "შოკოლადის მიკროფონი" (ავტ. ზ. ინაშვილი - პროდუსერი (1998-1999), "დაგვიანებული კადიში" (რეჟ. გ. თორაძე, მ. კოკოჩაშვილი - პროდუსერი, 2001), "მე, ჯორჯ ბალანჩინი" (რეჟ. რ. ბორაშვილი - პროდუსერი (2002-2003), "ზღვიდან ზღვამდე" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2004), "მეგობრობის ეტალონი" (სცენარის ავტორი და რეჟისორი, 2006), "დავიწყებული პარტიტურა" (რეჟ. თ. გრენადი - პროდუსერი, 2007), "ბაჰრამ იარადანგულიევის სამყარო" (სცენარის ავტორი და რეჟისორი, 2008), "ომი და ქორწილი" (რეჟ. ზ. კოლელიშვილი - სცენარის ავტორი და მეორე რეჟისორი, 2009), "ჟამი ყვავილობისა" (რეჟ. ლ. ცერიაშვილი - სცენარის ავტორი, 2009), "აქედან მომავალში" (სცენარის ავტორი და რეჟისორი, 2010), "სტაბილურობის გარანტია" (სცენარის ავტორი და რეჟისორი, 2011), "ორი პეპელა" (ავტორი და რეჟისორი ი. დოიაშვილი - პროდუსერი, 2011), "გმირობა მობურთალი იუნკერისა" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2017), "სარკმელი" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2018), "სპადე" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2019), "გულშემატკივარი" (რეჟ. გ თორაძე - სცენარის ავტორი, 2020), "სამეფო თამაში" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2020), "მთავარსარდლის დაბრუნება" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2021), "ტრიუმფი" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2022), "გამარჯვების დღე" (რეჟ. გ. თორაძე - სცენარის ავტორი, 2023). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

