The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ლეკიშვილი

შალვა ლეკიშვილი
Date of birth:1 April, 1906
Date of death:30 October, 1974  (at 68 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კურსები ეკონომიკის სპეციალობით 1930 წელს.

ასრულებდა მთავარი სპეციალისტის მოვალეობას გორის რაიონის თითქმის ყველა სოფელში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე დღეებში მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა და სულ მალე აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედებების არეალში. გარდა ჯარისკაცის პირდაპირი მოვალეობისა, მას, როგორც განათლებულ სპეციალისტს, დაკისრებული ჰქონდა დიდ საჯარისო გაერთიანებაში სამეურნეო საკითხების მოგვარება და კონტროლი. ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო ოპერაციის დროს სხვა თანამებრძოლებთან ერთად ჩავარდა ტყვედ და საკონცენტრაციო ბანაკში (ქ. დუისელდორფი) გაატარა მძიმე დღეები. ოჯახში დაბრუნდა 1945 წლის 5 ნოემბერს. ომის შემდგომ, მშვიდობიან წლებში, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: მთავარ ეკონომისტად, კახეთისა და ახალციხის კონტროლის პალატის ფილიალებში, ავტოსადგურში და სხვა.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.50-53

Awards and Honors

  • სამამულო ომის საბრძოლო ორდენი

Share: