| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ნონიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სანიორე, თელავის რაიონი. დაამთავრა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელის პროფტექნიკური სასწავლებელი ელექტრომონტიორის სპეციალობით. 1979-1981 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალქალაქში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის მოსამზადებელ განყოფილებაზე დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ორპროფილიან სპეციალობაზე, შემდეგ სწავლა გააგრძელა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში იმავე სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1987 წელს. 1989 წლიდან მუშაობდა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ღვინის ქარხანაში მძღოლად. 1992 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის თელავის სამხედრო ნაწილის საფინანსო სამსახურის უფროსად. ამავე წლის აგვისტოში გვარდიის შენაერთებთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში, გაგრის მახლობლად, ლესელიძეში და სხვა ადგილებში. დაიღუპა 1992 წლის 30 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.333-334
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

