The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუტა პაჭკორია

ხუტა პაჭკორია
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1946
გარდაცვ. თარიღი:24 ნოემბერი, 2023  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა 1978 წელს.

1972-1975წწ. მუშაობდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას ამბულატორიის მთავარ ექიმად; 1978-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 2000-2023წწ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის გასტროენტეროლოგი; 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, აქედან - 9 მონოგრაფიის, ავტორი გასტროენტეროლოგიასა და შინაგან მედიცინაში. მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოებულია ფაზისის აკადემიის სიგელით (2003). გასტროენტეროლოგი.

წყარო: ხუტა პაჭკორია - ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგე // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი,2024.-N1 (217).-გვ.66-69 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია (1997-)
  • ჟურნალ "შინაგანი მედიცინა და კარდიოლოგია XXI-ის" სარედაქციო კოლეგია, წევრი (2002-)
  • ფაზისის აკადემია, წევრი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - გრიგოლ მუხაძის სახელობის საიუბილეო მედალი

გააზიარე: