The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ტატულაშვილი

გურამ ტატულაშვილი
Date of birth:8 August, 1935
Date of death:21 December, 2016  (at 81 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1959 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისში საავტომობილო ქარხანაში. რამდენიმე წელი მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ იყო გორის მე-9 ტრესტთან არსებული რკინა-ბეტონის ქარხანაში უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი; 1969 წლიდან - გორის მექანიკურ ქარხანაში მთავარი ინჟინერი, შემდეგ - დირექტორი; 1975 წლიდან - გაზის ჩამომსხმელ სადგურში დირექტორი; 1988 წლიდან - ე.წ. სახელმწიფო სტანდარტებში უფროსი სპეციალისტი; 1996 წლიდან - გორის ელექტროქსელში დირექტორი, შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2004 წელს გავიდა პენსიაზე. მიღებული აქვს რამდენიმე სიგელი, ორი ორდენი და მედალი სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულისთვის.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.63-67

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: