| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ტატულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობით. მის ოჯახში უდიდეს პატივს მიაგებდნენ კულტურასა და ხელოვნებას, განსაკუთრებით კი კერამიკას და კერამიკოსობას. მან აირჩია კერამიკა. თავისუფალ დროს ატარებდა მამისა და პაპის მიერ შექმნილ სახელოსნოში. ტატულაშვილების სახელოსნოს ხშირად სტუმრობდნენ კულტურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, მხატვრები თუ კერამიკის დიდოსტატები. აკადემიის დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს იქვე ხელი მოეკიდა პედაგოგობისათვის და აღეზარდა მომავალი თაობები. პედაგოგობის პარალელურად, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. იყო 25-ზე მეტი საერთაშორისო გამოფენის, რესპუბლიკურ და საკავშირო (სსრკ) ფორუმების მონაწილე. 1962 წელს, პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე, ომარ ტატულაშვილმა დაიმსახურა საპატიო დიპლომი. მისი რჩეული ნამუშევრები ინახება ქ. მოსკოვში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. მხატვარი-კერამიკოსი. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.74-76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

