| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ძველაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლის ბიოლოგიის ფაკულტეტი. იყო გორის ვაჟთა სკოლის პირველი დირექტორი. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის სკოლის დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე N4 სკოლის წარმატებულ მუშაობაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი დირექტორი. გამოირჩეოდა უნივერსალური ცოდნით. ახლო კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა მეცნიერთან, ივანე ბერიტაშვილთან. მათ ჰქონდათ რამდენიმე ერთობლივი სამეცნიერო შრომა ბიოლოგიის დარგში. დაჯილდოებული იყო ორდენით, მრავალი მედლით, სიგელით, წოდებით და ა.შ. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.94-97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

