| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჯამბრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის უმაღლეს სასწავლებელი. მუშაობა დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიის სარკინიგზო-სატრანსპორტო სისტემაში ერთ-ერთი სადგურის უფროსად. შემდგომში მისი შრომითი კარიერა მჭიდროდ დაუკავშირდა მშობლიურ ქალაქ გორს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პარტიის გორის საქალაქო კომიტეტში განყოფილების გამგედ; ქარხანა "გორიხელსაწყოში", რკინიგზის გორის სადგურში უფროსის მოადგილედ; რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების უბანზე უფროსად; გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში მომარაგების განყოფილებაში; ავტოსატრანსპორტო კოლონის უფროსად და სხვა. განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობის პერიოდი. მასზე იყო დამოკიდებული მთელი რიგი საცდელ-ექსპერიმენტალური სამუშაოების ბედი და იგი წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც არაერთხელ დაიმსახურა ხელმძღვანელობის მადლობა, სიგელები და პრემიები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.97-98
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

