The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბენდელიანი

დავით ბენდელიანი
სხვა სახელი:დათო ბენდელიანი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1993
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული მე-3 ბატალიონის რიგებში, ასეულის მეთაურად. ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა ოპერაციაში, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 5-6 იანვრის და 14-15 მარტის შემოტევისას მდინარე გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლების დროს. დაიღუპა 1993 წლის 27 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულებისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: