The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ ონიანი

ემზარ ონიანი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1963
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლუჯი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა რუსთავის მეტალურგიულ ტექნიკუმი.

საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე მსახურობდა ქართველ მაშველთა კორპუსის ქუთაისის განყოფილების რიგებში, რაზმის უფროსი იყო. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მონაწილეობდა ქ. გაგრის დაცვაში, სადაც სოფელ კოლხიდაში თავის თავზე მიღებული ცეცხლით 28 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა, შემდეგ მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის ბრძოლებში. დაიღუპა 1992 წლის 28 ნოემბერს სოფელ კოჩარის განთავისუფლების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.338


გააზიარე: