The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა გაბუნია

ნინა გაბუნია
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1 ნოემბერი, 2009  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატში. ხელმძღვანელობდა კომბინატის კომკავშირის კომიტეტს. ამ პერიოდში გორში გაიხსნა და ამოქმედდა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტი "ნიიავტომატპრომი". კვლევით ინსტიტუტში მან იმუშავა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, საგეგმო განყოფილების უფროსად. იყო თანაავტორი და თანამონაწილე რაციონალიზატორული წინადადებების, გამოგონების და სამეცნიერო სტატიების. კარგი მუშაობისათვის მიღებული ჰქონდა პრემიები და დირექციის მადლობები.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2020.-გვ.10-12


გააზიარე: