The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჯახია

გია ჯახია
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1970
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 1993  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლეჩკოფის სასაფლაო, სოხუმი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

1988 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოსკოვში სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის სატყეო-საინჟინრო ინსტიტუტში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე მიატოვა სასწავლებელი და ჩაერთო სამბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის ოქტომბერიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 17 თებერვალს, სოფელ აჩადარაში დაბომბვის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: