The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ორაგველიძე

გივი ორაგველიძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ცემი, ბორჯომის რაიონი.

1973-1976 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ახალციხის კავშირგაბმულობისა და სამშენებლო ორგანიზაციებში. 1977-1978 წლებში იყო ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1977-1983 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე. 1983-1992 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ტრესტ "მაღლივმშენის" სამმართველოში საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე. 1992 წლის 27 ოქტომბერს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა ქართველ მაშველთა კორპუსში "მხედრიონში" დაიღუპა 1992 წლის 10 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშის ხიდის დაცვის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.339


გააზიარე: