| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუჯა ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თავი მიანება ინსტიტუტში სწავლას და დაკავდა ტყავის გამოყვანის ურთულესი საქმიანობით. სრულად შეისწავლა შესაბამისი ტექნოლოგიური ციკლი და მალე, საკმაოდ წარმატებულ საქმიანობად აქცია. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. წლების განმავლობაში მუშაობდა გორის "ნავთობბაზაში" სასაწყობო მეურნეობის სფეროში, ოპერატორად და სხვა. წარმატებული შრომითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს სიგელები, მადლობები, ფულადი და სხვა სახის პრემიები. მისმა მეუღლემ დააარსა და ხელმძღვანელობდა შპს "ნერგებს" (სკოლა-ბაღი, სადაც დაკავებული იყო მომავალი თაობების აღზრდით) და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი აქტიურად განაგრძობდა შპს "ნერგების" მართვას. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 8/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2020. -გვ.17-20
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

