| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნახშირღელე, თერჯოლის რაიონი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, სადაც გ. ლასხიშვილთან ერთად "ნაროდოვოლცების" ოდესის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აქ პროპაგანდას ეწეოდა სტუდენტ-ახალგაზრდობასა და პორტის მუშებში. სახლში მოწყობილი ჰქონდა სტამბა, სადაც ბეჭდავდა არალეგალურ წიგნებსა და პროკლამაციებს, უცხოეთიდან მიღებულ აკრძალულ წიგნებს ხალხში ავრცელებდა. 1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში მომხდარი სტუდენტების ამბოხების დროს, მე-3 კურსზე მყოფმა კოტე მესხმა, გიორგი ლასხიშვილთან ერთად, სტუდენტთა კომიტეტის მოთხოვნები უნივერსიტეტის რექტორს წაუკითხა, რის გამოც დააპატიმრეს, გ. ლასხიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოიყვანეს და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს. 1888 წლის დასაწყისში ოდესაში მთავრობამ აღმოაჩინა "ნაროდოვოლცების" ფარული ორგანიზაცია, რის გამოც იმავე წლის თებერვალში კოტე მესხი თბილისში შეიპყრეს, ხოლო გიორგი ლასხიშვილი ქუთაისში, 1889 წლის 5 აგვისტოს ხუთი წლით გადაასახლეს ციმბირში, სადაც 1894 წლის ბოლომდე დაჰყო. კონსტანტინე მესხი ეკუთვნოდა "ნაროდოვოლცების" სამხრეთის ორგანიზაციის კოგან-ბერნშტეინის ჯგუფს. თანამშრომლობდა რუსულ გაზეთებში და "ცნობის ფურცელში" 1905-1906 წლებში, სადაც წერილებს ათავსებდა სოციალ-დემოკრატთა წინააღმდეგ, აგრეთვე, წერდა "ივერიაში" საზოგადოებრივი საკითხების შესახებ, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონერთა, მენშევიკთა, ბოლშევიკთა და სხვათა გამოცემებში. წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმით: კ. მ., კ. მე-ხი, Кандама, К.Ме-хи, ხან სრულ სახელ-გვარს. 1905-1917 წლებში რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა, 1906 წლის რეაქციის დაწყების შემდეგ თბილისი დატოვა. მისი თაოსნობით, შეიქმნა თბილისის პოლიტკატორღელთა "ნაროდოვოლცების" ჯგუფი, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს. ამ ჯგუფმა მიზნად დაისახა რევოლუციურ მოგონებათა შეკრება-გამოცემა და წევრთა დახმარება. 1917 წლიდან არჩეულ იქნა რევოლუციურ საბჭოში, თბილისის ეროვნულ საბჭოში, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და სხვ., ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შექმნა სახელმწიფო დაზღვევის ორგანიზაცია მთელ ამიერკავკასიაში. პარტიულ, საზოგადოებრივ და უმაღლეს კრებებზე ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით, გაზეთებში ათავსებდა სამეცნიერო ხასიათის წერილებს სახელმწიფო დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არჩეული იყო 15 წევრისაგან შემდგარი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში "ესერთა" პარტიიდან. რევოლუციონერი, ხალხოსანი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.236-237 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

