The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასლან დეკანაძე

ასლან დეკანაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1997  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხულოს სასაფლაო, დაბა ხულო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დეკანაშვილები, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ვაჟთა პედაგოგიური სასწავლებლი; თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხულოს რაიონის სოფელ სხალთის სკოლის მასწავლებლად; გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში; მოეწყო საოფიცრე სასაწავლებელში, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება; 1965 წელს მუშაობას იწყებს ხულოს რაიონის სოფელ ზომლეთის ტუბდისპანსერში ექიმ-ფთიზიატრად, შემდეგ გადაჰყავთ ხულოს რაიონის პოლიკლინიკის ფთიზიატრად, 1966 წელს კი განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1979 წელს მისი ინიციატივით აიგო თანამედროვე საავადმყოფოს კომპლექსი, შეიქმნა ტუბსაწინააღმდეგო ამცრელთა ბრიგადა, პირველად რაიონში ამოქმედდა მოძრავი ფლუროგრაფიული დანადგარი. დაჯილდოებული იყო მედლებით, მადლობებითა და სიგელებით.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.299-300

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი

გააზიარე: