The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ოქროპირიძე

ანდრო ოქროპირიძე
სხვა სახელი:ცაცი ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1950
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1992  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი დისევი, ცხინვალის რაიონი
კატეგორია:ეკონომისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დისევი, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1976 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა კოლმეურნეობაში კოლმეურნეობის რიგით წევრად, ეკონომისტად, მთავარ ბუღალტრად, შემდეგ ყოფილი ცხინვალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში რევიზორ-ბუღალტრად, ასევე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში სოფლების დისევის, სუისის, ჭარების და კულბათის თემის საკრებულოს გამგებლად აირჩიეს. დაიღუპა 1992 წლის, იანვარში სამხედრო დავალების შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. (მისი უფროსი ძმაც, ყარამან ოქროპირიძეც, 1994 წელს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა).

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.341-343


გააზიარე: