The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მესხიშვილი

სხვა სახელი:კუდა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1874  (152 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

1900-იანი წლებიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა გლეხთა განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მოძრაობაში მონაწილე პირებს ეხმარებოდა მატერიალურად და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, მის სახლში მოწყობილი იყო სტამბა, სადაც არალეგალური ლიტერატურა და პროკლამაციები იბეჭდებოდა. გიორგი მესხიშვილი თითქმის სამი თვე თავის ოჯახში საკუთარი ხარჯით ინახავდა დევნილ ვანო გურულს. სოფელში კაზაკების შემოსვლასაც წინააღმდეგობას უწევდა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.267


გააზიარე: