| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე მესხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. 1894 წელს საცხოვრებლად ქ. კავკავში (ძაუგი, ვლადიკავკაზი, ორჯონიკიძე) გადავიდა, სადაც თავისი ხელობით-დერციკი (თერძი, მკერავი) მალევე გაითქვა სახელი და ჩასვლის დღე - 7 იანვარი (20) სახელწოდების დღედ გამოაცხადა. მისი მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი კავკავში მცხოვრებ ქართველთა შორის საქველმოქმედო საღამოების გამართვას, ქართული სკოლის, თეატრის, წიგნების გავრცელებას. 1900 წელს ივანე მესხიშვილის თაოსნობით და გეგმით მოეწყო საქველმოქმედო საღამოს დარბაზი. ოლქის უფროსმა ჯილდოდ 25 მანეთი გადასცა, უანგარო მოღვაწეობისთვის ადგილობრივმა ქართულმა საზოგადოებამ ჟენევიდან გამოწერილი საათით დააჯილდოვა. იგი ეხმარებოდა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდობას; გამომგონებელ კლდიაშვილს 300 მანეთით დაეხმარა, რომელმაც ტელეგრაფით სურათების გადაცემის საშუალება გამოიგონა და სხვ. ივანე მესხიშვილმა მოითხოვა ქალებისათვის ჭრა-კერვის სახელოსნო-სკოლის დაარსება, ამის შესახებ წერილიც კი გამოაქვეყნა "კვალში" "ნაწვალევი ხელოსნის" ფსევდონიმით ("კვალი", 1895 ან 1896 წწ.). ხალხში საზოგადოებრივ-რევოლუცურ იდეების გავრცელებას უწყობდა ხელს, ბოლშევიკებს არალეგალურ მუშაობაშიც ეხმარებოდა, მათ არალეგალურ ლიტერატურას და სტამბას ინახავდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ხელნაწერ ბიბლიოთეკას შესწირა 55 ხელნაწერი წიგნი, მათ შორის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული მასალები. ქველმოქმედი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.267; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

