The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კეჟრიშვილი

დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს; შტუტგარტის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1994 წელს.

1986-1992წწ. მუშაობდა ჟურნალ "პოლიტიკის" ლიტმუშაკად, ჟურნალ "რელიგიის" კორესპონდენტად; 1997 წლიდან გაზეთ "აგროინფორმის" რედაქტორის მოადგილედ; 1999 წლიდან იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პრეს-ცენტრის მუშაკი; 1999 წლიდან გაზეთ "ლომისის" კორესპონდენტი და მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირის პროექტის ჟურნალისტი. არის სააგენტო "თი-ესის" დაფუძნებელი (1994).

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.226


გააზიარე: