The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ პატარაია

ავთანდილ პატარაია
Date of birth:15 May, 1931
Date of death:May, 2011  (at 79 years)
Category:Scientist, Explorer, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, გეგეჭკორის რაიონი (ახ. მარტვილის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტი 1953 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა თეორიული ფიზიკის განხრით (ხელმძღ. აკად. ვ. მამასახლისოვი) 1956 წელს.

1957-1958წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად; 1958-1976წწ. ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1977 წლიდან აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში უფროს, ხოლო შემდგომ წამყვან და მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 1996 წლიდან ამავე ობსერვატორიაში პლაზმური ასტროფიზიკის განყოფილების გამგედ; სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: ატომბირთვის ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა და პლაზმური ასტროფიზიკა; მის მიერ პირველადაა გამოკვლეული არაწრფივი ტალღები (სოლიტონები) და ამ ტალღების მოდულაციური არამდგრადობა მრავალკომპონენტიან პლაზმაში; დაუჯახებელი დარტყმითი ტალღების სტრუქტურა იონებისა და ჩაჭერილი ნაწილაკების ლარმორის რადიუსების ეფექტის გათვალისწინებით; ლენგმიურის, ალვენისა და მაგნიტობგერითი ტალღების მოდულაციური არამდგრადობა და სოლიტონები ელექტრონულ-პოზიტრონულ ტალღაში; არაწრფივი ტალღების მოდულაციური არამდგრადობა და სოლიტონები შიდა გრავიტაციულ და როსბის ტალღებისთვის; მზის სპიკულთა მოდელი, რომელიც კარგად ხსნის სპექტრულ სტრუქტურას წყალბადისა და ჰელიუმის ხაზებში, რაც დაწვრილებითაა აღწერილი აბასთუმნის ობსერვატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად; არის 120 სამეცნიერო შრომის ავტორი; 6 საკანდიდატო დისერატაციის ხელმძღვანელი. ასტროფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი, საერთაშორისო დონის მეცნიერი, ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღმზრდელი.

წყარო: ავთანდილ პატარაია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2011. - 20 მაისი. - N93 (6704). - 11 გვ.


Share: