The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ცომაია

თამარ ცომაია
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1980  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ნორიოს სასაფლაო, აბაშის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აბაშა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1935 წელს.

1935-1937წწ. მუშაობდა ქ. ცხაკაიას (ახ. სენაკი) ტროპსნეულებათა სადგურის ექიმად; 1937-1940წწ. ტროპსნეულებათა სადგურის ექიმ-ჰელმინთოლოგად, ჰელმინთოლოგიური კაბინეტის გამგედ; 1940-1941წწ. ქ. ცხაკაიას ტროპ-სადგურის ექიმ მალარიოლოგად; 1941-1947წწ. აბაშის სამალარიო სადგურის ექიმ-მალარიოლოგად, აბაშის რაიონის ტროპსადგურის სტაციონარის ექიმად; 1947-1980წწ. აბაშის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგედ; სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში : ტროპიკულ სნეულებათა ციკლზე (1937), ინფექციურ სნეულებათა ციკლზე (1955, 1961), ბრუცელიოზის დიაგნოსტიკის, კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ციკლზე (1958). "სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული (1974), ექიმი-თერაპევტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 310-312

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აბაშის რაიონის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭო, დეპუტატი (1939-)
  • რესპუბლიკური სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოება, წევრი (1953-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - შრომის ვეტერანი
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: