| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1954-1955წწ. მიავლინეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კურსების მსმენელად; 1955 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1976 წლიდან - დოცენტი; უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: რადიოტექნიკის საფუძველი, იმპულსური ტექნიკა, რხევათა თეორია, გამომსხივებელი სისტემები, რადიოტალღების გავრცელება, ზემაღალ სიხშირეთა ფიზიკა, ელექტროდინამიკა; 1982 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის გამგე; 1984 წელს ხარკოვის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1986 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს რადიოფიზიკის სხვადასხვა დარგებს: არაწრფივ რხევთა თეორია, ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქცია და გავრცელება, ცოცხალ ორგანიზმებზე (ბიოლოგიურ ელემენტებზე) დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის მოქმედების პირველადი ფიზიკური მექანიზმის განსაზღვრა. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი შრომა. არის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი თავის სპეციალობაში. მათი უმეტესობა ძირითადი სახელმძღვანელოა რადიოტექნიკისა და კავშირგაბმულობის სპეციალობებში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორთოგონალურ ფუნქციათა მეთოდი დიფრაქციის თეორიაში", დაიცვა 1984 წელს (ქ. ხარკოვი). წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან / იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი.-თბ.,2017.-გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

