| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჭანტურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის 1960 წელს. 1961-1962წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის ტუბდისპანსერში - ქირურგად და ექიმ ფთიზიატრად, შემდეგ გადავიდა ამავე რაიონის სოფელ დუისის ამბულატორიის გამგედ (1962); 1962-1964წწ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს, შემდეგ კი პოლიკლინიკის ექიმ-ტრავმატოლოგად, რუსთავის სადღეღამისო ტრავმატოლოგიური პუნქტის გამგედ; აქვე -ტრავმატოლოგიური პუნქტის ქირურგ-ტრავმატოლოგად (1964-1966); 1966-1967წწ. იყო თბილისის ცენტრალური სასწრაფო დახმარების სადგურის შოკის ბრიგადის ექიმი-ქირურგი; 1967-1970წწ. თბილისის N3 სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1970-1985წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ექიმი-ორდინატორი; აქვე - მეორე ქირურგიული განყოფილების ექიმი-ქირურგი (1980-1990); 1980-1983წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 30 სამეცნიერო ნაშრომის და 2 გამოგონების ავტორი. მისი ნაშრომები ეხება პრაქტიკული ქირურგიის მნიშვნელოვან საკითხებს. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქირურგიული კონფერენციებისა და ყრილობების მუშაობაში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1983). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.368-369
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

