The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თევრაზ გორგილაძე

თევრაზ გორგილაძე
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1996  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოდესა, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თავისი მასწავლებლის ვ. ფილატოვის გვერდით.
კატეგორია:გამომგონებელი, ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორგაძეები (ხალას სასოფლო საბჭო), ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ქ. ოდესის ნ.ი. პიროგოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954 წელს აკადემიკოსმა ვ. ფილატოვმათავის კლინიკაში მიიწვია ორდინატორად; თავის მასწავლებელთან ერთად მუშაობდა თვალის რქოვანას გადანერგვის პრობლემებზე; რანდენიმე ხანს გაგზავნილი იყო აფრიკის ქვეყნებში (ერაყსა და კუვეიტში) ოფთალმოლოგად; მას დიდი წვლილი მიუძღვის კადრების მომზადებში, თვალის სნეულებათა მკურნალობისა და საამისო ხელსაწყოების დახვეწა-ახლის შექმნაში; არის 290 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია თვალის მეორადი გლაუკომისა და რქოვანას გადანერგვის საკითხები. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), დოქტორი (1971), პროფესორი (1977). ექიმი ოფთალმოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 420-421; odessa-memory.infoსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. –თბ.,2012.– გვ.102

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - უკრაინის მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "სსრკ გამომგონებელი"
  • ტუნისის უმაღლესი ორდენი
    ჯილდო

გააზიარე: