The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიდიმ ჭოჭუა

დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1997  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტ 1943 წელს.

1943-1953წწ. მუშაობდა გალისა და გულრიფშის რაიონების სანნაწილის უფროსად; 1950-1953წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კანისა და ვენერიული სნეულებების კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1954-1956წწ. გაიარა კვალიფიკაცია მოსკოვში; 1958-1965წწ. იყო თბილისის კანისა და ვენერიული სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1965-1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; დოქტორი (1969); კათედრის  პროფესორი (1972-1997); იმავდროულად მუშაობდა კანისა და ვენერიულ სნეულებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში (1971-1972); 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ავტორია 80-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა. დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.440-441

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: