The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანიკო მანჯგალაძე

ჯანიკო მანჯგალაძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 2007  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ღანირის სასაფლაო, სამტრედიის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მედ-ლაბორანტების სკოლა მედ-ლაბორანტის სპეციალობით 1948 წელს; მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი 1952 წელს. 

1941-1946წწ. მუშაობდა სოფელ ღანირის პიონერხელმძღვანელად; 1948-1979წწ. იყო ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მედ-ლაბორანტი; 1979-1993წწ. აქვე - კლინიკის უფროსი მედდა; 1989-1990წწ. საავადმყოფოს მედსტატისტიკოსი; 1996-2007წწ. საავადმყოფოს კანცელარიის გამგე; საატესტაციო კომისიის მიერ, კვალიფიკაციის ორჯერ გავლის შემდგომ მიენიჭა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პირველი კატეგორია (1982, თბილისი), მედდის პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია (1990, თბილისი); სპეციალიზაციის ციკლი სპეციალობაში კლინიკო ლაბორანტი (1991, თბილისი). ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო: 1973-1975წწ. რაიონული საბჭოს მშრომელთა დეპუტატების 26 კომისრის სახელობის რაიაღმასკომის მე-14 მოწვევის დეპუტატი; 1954-1958წწ. საავადმყოფოს კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1979 წლიდან კლინიკის ადმინისტრაციული განყოფილების პარტორგანიზაციის მდივანი; კლინიკის მედდების საბჭოს ხელმძღვანელი; სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი.

წყარო:  საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.448-449

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კლინიკის მედდების პარტორგანიზაცია, მდივანი (1979-)
  • კლინიკის მედდების საბჭო, ხელმძღვანელი
  • რაიონული საბჭოს მშრომელთა დეპუტატების 26 კომისრის სახელობის რაიაღმასკომის მე -14 მოწვევა, დეპუტატი (1973-1975)
  • საავადმყოფოს კომკავშირის კომიტეტი, მდივანი (1979-)
  • სამედიცინო სამსახური, უმცროსი ლეიტენანტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - სამკერდე ნიშანი "სამედიცინო სამსახურის წარჩინებული"
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1946 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

გააზიარე: