The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი ჟვანია

ბადრი ჟვანია
Date of birth:25 September, 1963
Date of death:3 November, 1992  (at 29 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფშაფი, გულრიფშის რაიონი.

სწავლობდა ფოთის მე-12 პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა გემის კორპუსის ამწყობ-ზეინკლად. 1982 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ პედაგოგიურ ტექნიკუმში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა ავღანეთში, (მესამე ჯგუფის ინვალიდი). 1986 წელს დაამთავრა ტექნიკუმის სრული კურსი. 1987 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

მუშაობდა საქართველოს ავღანეთის ვეტერანთა კავშირში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს შეიქმნა ავღანელთა სპეციალური დანიშნულების ასეული. ბადრი ჟვანია ავღანელთა სპეციალური დანიშნულების ასეულის ოცმეთაური და პირველი კლასის სნაიპერი იყო. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.354-355

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: