The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალენიკე დიხამინჯია

კალენიკე დიხამინჯია
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1978  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეძაძამე, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931-1935წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული ქირურგიის კლინიკის ორდინატორად; 1936-1941წწ. ამავე კათედრის ასისტენტად; დიდი სამამულო ომის დროს იყო წამყვანი ქირურგი (ამ პერიოდში გამოაქვეყნა 8 სამეცნიერო ნაშრომი). 1945-1948წწ. მუშაობდა ქ. დრეზდენის ერთი-ერთი ჰოსპიტლისა და საქსონიის (გერმანია) მთავარ ქირურგად; დემობილიზაციის შემდეგ 1948 წლიდან კვლავ თსსი-ის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტია (1948 წლიდან), დოქტორი (1957), საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი (1966). მრავალ სამეცნიერო ნაშრომთა შორის აქვს 3 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო ("კერძო ქირურგიის საკითხები" და "კერძო ქირურგიის მოკლე კურსი " 1970). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1936).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.438-439; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.467

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1944 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • 1943 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: