| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათო რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება ინჟინრის კვალიფიკაციით 1992 წელს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა პარტიის მიერ მოწყობილ ყველა აქციაში (1989 წლის აპრილის მოვლენები, 2 და 21 სექტემრის, აგრეთვე 4-5 ოქტომბრის აქციები). ასევე მას დიდი წვლილი მიუძღვის პარტიის საორგანიზაციო სამსახურის ფორმირებაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონში. დაიღუპა ეშერასთან გამართული ბრძოლის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.356-357; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

