The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აფრასიონ პეტრიაშვილი

აფრასიონ პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1866
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1955  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ამბროლაურის სასაფლაო, ამბროლაური
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ჰოსპიტალის საფერშლო სკოლა 1890 წელს.

საფერშლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი წლით სამუშაოდ ტოვებენ ჰოსპიტალში; 1893-1897წწ. მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის აჯამეთის ხე-ტყის წარმოების მომსახურეთა ფერშლად; 1897 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაოდა რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის საავადმყოფოს გამგედ; ქართული მედიცინის ისტორიაში, თავისი შინაარსიანი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, ორი მნიშვნელოვანი ნაღვაწით დაიმკვიდრა თავისი ადგილი: პირველი, მთელი რაჭის მხარის მოსახლეობა დაიცვა ყვავილის ეპიდემიისაგან, რასაც მოჰყვა რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებული სპეციალური ვერცხლის მედლით მისი დაჯილდოება (1910, მედალი "ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის", ისტორიული მნიშვნელობისაა და პირველად რუსეთში მოიჭრა 1765 წელს - ეს არის უნიკალური და ერთადერთი მედალი საქართველოში), და მეორე - იგი არის მთელ რაჭის მხარეში ჯანდაცვის ორგანიზატორი - მან პირველმა აქცია ამბროლაურის 6 საწოლიანი საავადმყოფო 25 საწოლიან რაიონულ საავადმყოფოდ. ასევე, სხვა სოფლებშიც ხელი შეუწყო საავააადმყოფოების ორგანიზაციის საქმეს. ცნობილი ქართველი ფერშალი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. ამბროლაურის ახალ საავადმყოფოს მიანიჭეს მისი სახელი. გივი პეტრიაშვილის მამა.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.470-471


გააზიარე: