| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით რეხვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ურავი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ქ. ხაბაროვსკში. 1989 წლიდან მუშაობდა რუსთავის ქიმიურ გაერთიანება "აზოტში" ზეინკლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ჩაირიცხა ბატალიონ "ავაზაში". დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ოჩამჩირის რაიონში სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.358
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

