The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ფაღავა

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი სპეციალობით ნახევარგამტარები და დიელექტრიკები 1970 წელს; 1972-1976 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ა. ბაიკოვის სახელობის მეტალურგიული ინსტიტუტის ასპირანტი.

1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის / საქართველოს ტქნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელია; თანმიმდევრობით ეკავა საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტის ფიზიკის კათედრის / დეპარტამენტის ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობა; 1984-1990-წლებში იყო საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში; 2020 წელს მიენიჭა ემერიტუსის / დამსახურებული პროფესორის წოდება; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენოვან ჟურნალებში, 3 მეთოდური ნაშრომი, 1 დამხმარე სახელმძღვანელო ზოგად ფიზიკაში და 1 მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 2 დისერტაცია ფიზიკაში აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელექტრონებით და პროტონებით დასხივების გავლენის თავისებურებანი n-ტიპის სილიციუმის ელექტრულ თვისებებზე", დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პირველადი რადიაციული დეფექტების თვისებები და მათი ურთიერთქმედება მინარეულ ატომებთან n- და p- ტიპის სილიციუმის დასხივებულ ან პლასტიკურად დეფორმირებულ კრისტალებში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები.- თბ.,2012

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: