| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კუციავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის რესპუბლიკური ცნობების რედაქტორად; 1977-1978წწ. იყო რადიოს გაცვლითი პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; 1978-1986წწ. რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, იქვე მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1985-1991წწ. საქინფორმის დირექტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ "კვირაძალის" პასუხისმგებელი მდივანი; 1992-1995წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს გაცვლითი ტელერადიო პროგრამების მთავარი რედაქტორი; საქართველოს ტელერადიოკორპორაციის საერთაშორისო ურთიერთობის დირექციის დირექტორი; 1999 წლიდან საქტელერადიოკორპორაციის პროდიუსერი. 1995 წლიდან იყო აქტუალური სატელევიზიო ინტერვიუების ავტორი და წამყვანი. საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში მუშაობის დროს არაერთხელ იყო დასახელებული საუკეთესო ჟურნალისტად. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.228 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

