The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მეფურნიშვილი

გიორგი მეფურნიშვილი
სხვა სახელი:გიორგი მეფურნოვი
მთის კომპოზიტორი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1957  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გროზნო.

დაამთავრა როსტოვის მუსიკალური ტექნიკუმი; მოსკოვის კონსერვატორია.

დაიბადა ჩეჩნეთში, ქ. გროზნოში ქართველი ხელოსნის ოჯახში. შეისწავლა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორი, დაწერა კავკასიის მთიელთა ეროვნულ-სოციალური განთავისუფლების ამსახველი მუსიკალური ნაწარმოებები, კერძოდ, ჩეჩნების ცხოვრებიდან: 1. აღმოსავლური პოემა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, 2. მთიელთა კოლექტიური ცეკვა, 3. მთის (ჩრდილოეთ კავკასიის) ესკიზები ფორტეპიანოსათვის, 4. პიესა "ალხან კალასათვის" დაწერილი მუსიკა, 5. ავტონომიური ჩეჩნეთის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოემა, 6. ჩეჩნეთის გმირული პოემა (თეთრგვარდიელთა და ბეგების წინააღმდეგ ბრძოლის და ამ ბრძოლაში აჯანყებული ჩეჩნების ბელადის ასლან ბეგის დაღუპვის შესახებ) და სხვ. ამ ნაწარმოებებს ხშირად ასრულებდა ავტორი როგორც ქ. გროზნოს, ისევე როსტოვსა და მოსკოვში. პროფესორ ვ. ბელიაევის ("Советская музыка", 1934, №7) სიტყვით: "გიორგი მეფურნიშვილი მთის პირველი კომპოზიტორია... მის შემოქმედებაზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გვაქვს სრული საფუძველი, ვთქვათ, რომ მისი სახით გვაქვს დიდი და თავისებური შემოქმედებითი ნიჭი, რომელსაც თავისი განვითარებისათვის საკმაოდ მძიმე გზა აურჩევია". ჩეჩნეთ-ინგუშეთში ეროვნული კომპოზიციური სკოლისა და პროფესიული მუსიკის დამაარსებელი, პირველი ეროვნული ნაწარმოებების ავტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.286; mus.academy გვ.21-30; abrek.org


გააზიარე: