| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ლომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში შტატგარეშე კორესპონდენტად; იყო სტუდია "პუბლიცისტში" სატელევიზიო გადაცემა "თბილისი და თბილისელების" უმცროსი რედაქტორი; 1974 წლიდან უფროსი რედაქტორი; მომზადებული აქვს ასობით საინფორმაციო სიუჟეტი, ჩანახატი, რეპორტაჟი, 200–ზე მეტი საავტორო გადაცემა; დააარსა გადაცემათა ციკლი "თბილისური სალონი", არის რადიონარკვევების, საგაზეთო პუბლიკაციების ავტორი; მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა ბერძნულ-ქართული საინფორმაციო კულტურული ცენტრი "გეორგია-ელადა", ამზადებს ტელეგადაცემებს; არის ავტორი ვიდეოფილმებისა "თბილისი-კონსტანტინეპოლი", "ბერძნული დიასპორა, რეალობა, პერსპექტივა". იგი დღემდე ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც დედაქალაქის კეთილდღეობისათვის გაწეული ღვაწლისა და აქტუალური გადაცემების მომზადებისათვის დაჯილდოებულია ფესტივალის "თბილისური გაზაფხულის" პრიზით – საუკეთესო ჟურნალისტის ნომინაციაში (1996). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.229 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

