| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ერგემლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1965 წელს; ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური ლაბორატორიის დიაგნოსტიკის ციკლი და მიიღო ექიმი-ლაბორანტის კვალიფიკაცია 1969 წელს. 1968-1972წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვის საავადმყოფო-კლინიკური გაერთიანების კლინიკური ლაბორატორიის გამგედ; ხუთ წელიწადში ერთხელ იმაღლებდა კვალიფიკაციას ჰემატოლოგიური კვლევის მეთოდების შესწავლის მიზნით; 1971-1972წწ. გაიარა სტაჟირება ქ. თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური ლაბორატორიის ბაზაზე , მოგვიანებით დაინიშნა თბილისის მეათე მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმ-ლაბორანტად და კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ (1972), სადაც მუშაობდა 35 წელი; იყო თბილისის საქარხნო რაიონის უფროსი სპეციალისტი. მისი თაოსნობით 3 კაციანი ლაბორატორია 15 კაციანი მაღალკვალიფიციური კადრით დააკომპლექტა და დროისათვის შესაფერისი სათანადო ტექნიკით აღჭურვილ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულებად აქცია; იგი წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიის კათედრისა და სამედიცინო ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ საქართველოში მოწყობილი ქართული ხალხური მედიცინის ნიმუშებისა და სამედიცინო ფოლკლორული მასალების შემგროვებელი ექსპედიციების აქტიური წევრი; ეს ნიმუშები ინახება რესპუბლიკის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში; დაჯილდოებულია საქართველოსა და საკავშირო სიგელებითა და მადლობებით. ექიმი-ლაბორანტი, ლაბორატორიული საქმის საუკეთესო მცოდნე და ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.526-529 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

