The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ფაღავა

დავით ფაღავა
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1886
გარდაცვ. თარიღი:1962  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს.

მუშაობდა სამხედრო ექიმად. საქართველოში სანატორიული საქმის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე - მისი ინიციატივით წყალტუბოსა და ქობულეთში დაარსდა სანატორიუმები. მას დიდი წვლილი მიუძღვის მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზით, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სამსახური. მას ეკუთვნის აკაკი წერეთლის ლექსზე "ციცინათელა" შექმნილი მელოდია. ექიმი თერაპევტი, ინფექციონისტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.530-531

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: