| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სანდრო მამასახლისი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1956-1963წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისში" ლიტმუშაკად; იყო თსუ-ს ჟურნალისტიკის განყოფილების ასისტენტი; 1960-იანი წლების დასაწყისიდან ეწეოდა ფოტორეპორტიორობის აქტიურ პოპულარიზაციას. აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს და პარალელურად მუშაობდა პირად ფოტოკოლექციებზე; 1969 წელს სანდრო მამასახლისმა და სიმონ კილაძემ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის დახმარებით მოაწყვეს პირველი გრანდიოზული ექსპოზიცია "თბილისი და თბილისელები". ასევე დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოში პირველი ფოტოჟურნალის, "სხივის" გამოცემას, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ სანდრო მამასახლისს მიუძღვოდა; 1971 წელს საბჭოთა კავშირში პირველი იყო, რომელმაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "მხატვრული ფოტოჟურნალისტიკის სპეციფიკის საკითხები"; 1969-1970 წლებში, მისი ძალისხმევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ფოტოგრაფიის ფაკულტეტი, სადაც გამოყენებითი ფოტოგრაფია, ფოტორეკლამა და ფოტოჟურნალისტიკა ისწავლებოდა. ფოტოფაკულტეტმა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება და მისი სრული კურსის დასრულება მხოლოდ ერთმა ჯგუფმა შეძლო; 1980-იან წლებში დააფუძნა საავტორო ტელეგადაცემათა ციკლი, სახელწოდებით "ფოტო კომენტარებით"; რადიოთი და ტელევიზიით გადაიცა მისი მომზადებული მწვავე ცხოვრებისეული პრობლემებისადმი მიძღვნილი 300–მდე გადაცემა; 1990-2000-იანი წლები მიუძღვნა თეორიული ფოტოგრაფიის საკითხების კვლევასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას. ამ პერიოდში პედაგოგიური მოღვაწეობას ის თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში განაგრძობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში სანდრო მამასახლისი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა და დასახლდა სოფელში, სადაც ხშირად მასპინძლობდა სტუდენტებსა თუ უცხოელ ჟურნალისტებს. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.230; კვირა : მედიაჰოლდინგი: kvira.ge; "ქოლგა თბილისი ფოტო": kolga.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

