| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. თვითნასწავლი მხატვარი ივანე (ვანო) მელიაშვილი კარგად იცნობდა ქართულ მოზაიკას და მის ტექნიკას, რაზეც მისი ნამუშევრები "თამარ მეფის პორტრეტი" და "ვაჟა-ფშაველა და მისი ოჯახი" მეტყველებს, ხოლო მისი სცენები ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ქართული მინიატიურული ხელოვნების კარგ ცოდნაზე მიუთითებს. ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის ორგანიზებით ვანო მელიაშვილის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2000 წლის 12–28 მაისს გაიმართა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში ჩატარდა მისი 87 ნამუშევრის პირველი გამოფენა, რომელსაც კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, თენგიზ მირზაშვილის, ზურაბ ნიჟარაძისა და ედმონდ კალანდაძის დახმარებით ხელოვანის ნამუშევართა გამოფენა შედგა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც რამდენიმე სურათიც კი გაიყიდა. ვანო მელიაშვილი ცხოვრების ბოლო 25 წელი დარაჯად მუშაობდა საბავშვო ბაღში. 2015 წელს, კი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული ვანო მელიაშვილის სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები ექსპონირებულ იქნა ამავე მუზეუმში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაზე "სახეები". 2000 წელს დავით ჯანელიძის რეჟისორობით კინოკომპანია "შვიდკაცამ" გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ვანო მელიაშვილი", რომელიც მოგვითხრობს XX საუკუნის თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მისი ნამუშევრები შეტანილია მსოფლიო პრიმიტივისტი (ნაივი) მხატვრების ენციკლოპედიაში. პრიმიტივისტი, XX საუკუნის თვითნასწავლი მხატვარი. წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

