The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკრინე თურქია-ჩხენკელი

მაკრინე თურქია-ჩხენკელი
ოფიციალური სახელი:მაკრინე თურქია
სხვა სახელი:მაშო
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1967  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

ქართველი სოციალ-დემოკრატის აკაკი ჩხენკელის მეუღლე მაკრინე თურქია იყო სოხუმის სცენისმოყვარეთა დასის მსახიობი. 1900 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა წერილი სოხუმის სცენისმოყვარეთა წრის შესახებ, სადაც მაკრინე თურქიას ოსტატობა იყო აღნიშნული. 1904 წლისთვის მაკრინე და აკაკი ჩხენკელი დაქორწინდნენ. ჰყავდათ ერთადერთი შვილი - ალექსი, რომელიც 1905 წელს საქართველოში დაიბადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, აკაკი ჩხენკელი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, შემდეგ საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ელჩის თანამდებობას. პრესის მასალებმა შემოგვინახეს ცნობები იმის შესახებ, რომ მაკრინე ხშირად მართავდა საქველმოქმედო საღამოებს, შემოსული თანხით კი ბავშვებსა და ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. 1920 წელს მაკრინე თურქია მეუღლესთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. საქართველოში აღარ დაბრუნებულან. 

წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-87-89


გააზიარე: