The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი რობაქიძე

გივი რობაქიძე
სხვა სახელი:გია რობაქიძე
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1973
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 1992  (18 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

1991 წელს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში. 1992 წლის 7 ივნისს მოხალისედ წავიდა სამაჩაბლოში ბატალიონ "ავაზას" შემადგენლობაში. სამაჩაბლოში ყოფნის დროს ჟურნალისტმა გიორგი იოსებიძემ გივი რობაქიძისგან აიღო ინტერვიუ "სად გაჩერდება დაგორებული ქვა" (გაზეთი "დრონი", 1992 წლის 10  ივლისი). სამაჩაბლოდან დაბრუნების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა მისაღები გამოცდები (ის კარგად ფლობდა ინგლისურ ენას). ამ დროისათვის ბატალიონ "ავაზას" გვარდიელები გადიოდნენ მომზადებას, 1992 წლის 18 აგვისტოს ბატალიონი "ავაზა" წავიდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 19 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.362-370

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: