| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტიანა ლეკრეკი-ბერიშვილი![]()
ბიოგრაფიაქრისტიანა ლეკრეკი ეროვნებით ქართველი არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ემიგრანტ მამია ბერიშვილზე დაქორწინდა, მისი საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეძენილი ლევილის მამულის მოვლა-პატრონობა გახდა და ქართველ ემიგრანტთა იმედად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედჩავარდნილი მამია ბერიშვილი - ნოე რამიშვილის დისშვილი, 1943 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიასა და საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის, აკაკი ჩხენკელის შუამავლობით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, საფრანგეთის ქართულ ემიგრაციას შეუერთდა. ქართველთა საფლავების მოვლა-პატრონობის გარდა, ქრისტიანა ლეკრეკი ლევილის შატოს გალამაზებაზეც ზრუნავდა - მის გარშემო ვარდები გააშენა და სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა ასოციაციის "ქართული კერა" ადმინისტრაციულ საქმიანობას. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.111-113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

